გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლარის კურსი 2,82-დე დაეცა

25-06-2019

საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს დილიდან კვლავ გაუფასურდა.


ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი ამერიკული დოლარი უკვე 2,82 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევროს საბაზრო ფასი 3,21 ლარია.


სავარაუდოდ ლარის კურსის ვარდნა მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი.


რაც შეეხება ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს, ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი მას 17:00 საათზე გამოაცხადებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930