გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს საკმეველის

13-02-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.
მისივე თქმით, არც საქართველოში და არც უკრაინაში მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ არსებობს. 
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია “News one“-ის ეთერში განაცხადა, სადაც ის ვარშავიდან ჩაერთო. 
„მე უკვე მქონდა საუბარი პოლონეთის შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელობასთან. მათ დამირეკეს როგორც კი ჩამოვედი აეროპორტში. პირველი კითხვა, რომელიც დამისვეს იყო ის, ვაპირებ თუ არა მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთში, ვუპასუხე რომ არა, არ ვაპირებ მოვითხოვო პოლიტიკური ხსნა. 
რაც შეეხება ექსტრადირებას, ნუ მაცინებთ. საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ისე ეშინია, როგორც ეშმაკს საკმეველის. ეს ვიღაც ჯამბაზები არიან. ჩემი ექსტრადირება რომ ნდომოდათ ამას გუშინვე გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი და ვიმეორებ, ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ არსებობს არც საქართველოში და არც უკრაინაში“- განაცხადა სააკაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი გუშინ უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930