გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნურავის დაგვავიწყდება, რომ 20 ივნისს ქვეყანამ თავიდან სახელმწიფო გადატრიალება აიცილა

26-06-2019

ანტიეროვნულმა და ანტისახელმწიფოებრივმაძალამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაბედა და ძალიან საშიში პროვოკაცია დაგეგმა - ძალისმიერი მეთოდებით მოინდომეს პარლამენტის შენობის დაკავება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენების დროს კონცენტრაცია ფაქტებზე უნდა გაკეთდეს. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის შენობის წინ აქციის დროს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა „უპასუხისმგებლო ოპოზიციას“ ეკისრება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა 20 ივნისის ღამეს, პოლიცია სამი საათის განმავლობაში ღირსეულად იგერიებდა ფიზიკურ ძალადობას „სააკაშვილის მიერ დაქირავებიული კრიმინალებისაგან“. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამის თაობაზე ხელისუფლებას ინფორმაცი ააქვს.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიასა და პოლიციელებს მადლობა გადუხადა იმისთვის, რომ მათ კანონი დაიცვეს.

„რა მოხდა პირველ დღეს, სააკაშვილმა და მისი პარტიის ლიდერებმა, ამ შემთხვევაში, ნიკა მელია გამოიყენეს, როგორც შესაწირი კრავი. მას გაახმოვანებინეს პირდაპირი ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდება, რასაც ქმედება მოჰყვა. ქმედება მათ მიერ წინასწარ მომზადებული ზონდერების მეშვეობით, კარგად მომზადებული ყოფილი სპეცრაზმელებით - შემიძლია ასეთი ინფორმაციაც გაგიზიაროთ. თუ დააკვირდებოდით, ათეულობით სპეცრაზმელი, ჩვენი პოლიციელი ამ შტურმის დროს გაიყვანეს, მოიტაცეს, სცემეს და დააზიანეს. ჩვენ ყველანი ერთდ უკიდურესი საფრთხის წინაშე დავდექით. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ სამი საათის განმავლობასი ჩვენი ღირსეული პოლიცია, ჩვენი სპეცრაზმი სახელმწიფოს, პარლამენტის შენობას შტურმისგან იცავდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“.

ამასთან, მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შეშვება, იყო დიდი შეცდომა, ხოლო შემდეგ ის, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, მეორე ტრაგედია იყო. ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ შეცდომას უპასუხა იმით, რომ თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930