გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან

26-06-2019

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მხარდამჭერები იკრიბებიან.


ისინი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.


აქციაზე ჯერჯერობით სიტყვით გამოსვლები არ დაწყებულა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.


პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ. საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 09:00 საათზე დაიწყო. მასზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიასაც აქვს, თუმცა ის სხდომას არ ესწრება. სხდომას გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებიან.


პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.


პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს.


21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.


20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.


რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.




https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930