გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა

27-06-2019

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა.


არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.


პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით კი, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიურის მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს - ივნისში უნდა მოხდეს. პარალმენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.


აღსანიშანვია, რომ პრემიერმა მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანაგარიში პარალმენტს წერილობითი ფორმით ივნისის დასაწყისში გადაუგზავნა.


დოკუმენტი, რომელიც პარლამენტში 3 ივნისს შევიდა, 212-გვერდიანია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური პოლიტიკა, საპენსიო რეფორმა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და სხვა.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930