გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ორივე ბრალდებულს 15-15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

27-06-2019

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, შორენა გუცაძემ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს 15-15 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.


მოსამართლემ ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივი არ გაიზიარა და უკვე მსჯავრდებულები ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.


„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი სავარაუდოდ ქსენოფობიური სიძულვილის ნიადაგზე გასული წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს. ის მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.


საქმეზე ორი ახალგაზრდაა დაკავებული. მათ ბრალდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება, რაც სასჯელის სახით, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930