გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: იქ, სადაც მოხდება გადაცდომა, პოლიციამ პასუხი უნდა აგოს

27-06-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, ამ ტყვიების გამოყენება იყო ძალიან მძიმე, პოლიციის მხრიდანაც. 

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აღჭურვილობაში იყო მხოლოდ და მხოლოდ ის ტყვიები, რომლის გამოყენების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება, თუმცა ფორმები შეიძლება არ იყო დაცული. რაც შეეხება საერთოდ ტყვიების ამოღებას, შესაძლებელია, თუმცა, ამას ჭირდება სერიოზული და პროფესიული შესწავლა.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მზად ვართ იმისთვის, რომ გარკვეული სახეობის ტყვიები ავკრძალოთ , თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამას ჭირდება პროფესიული შესწავლა, ჩვენ ამისთვის მოვიწვევთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც დაგვეხმარებიან.

მეორე- რა თქმა უნდა, ამ ტყვიების გამოყენების რეგლამენტირებას სჭირდება ცალკე ბრძანება და არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, რომლების მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ კონტროლი და პასუხისმგებლობაც კიდევ უფრო გავამკაცროთ, ამ ტყვიების გამოყენების ნაწილში. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ამ ტყვიების თუნდაც უფრო დახვეწილი ფორმები, სახეობები იქნას გამოყენებული.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, სამოქალაქო წესრიგის დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების, კონსტიტუციის, ჯანმრთელობის და მოქალაქეების დაცვა, და მაშინ როდესაც, ჩვენ ვამბობთ, რომ გვჭირდება სამართლებრივი, დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, სადაც ყველანაირი საშუალებაა იმისთვის, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება , მაშინ როდესაც პროპორციული სისტემა მივიღეთ, მაშინ როდესაც არჩევნები ამ ქვეყანაში ხდება და უნდა გახდეს ხელისუფლების და ცვლილების ძირითადი მექანიზმი , შეუძლებელია მსგავსი ძალადობრივი ქმედებების ასე შეუფასებლად და ასე გატარება, ამიტომ ეს პოლიციის ვალდებულებაა , ასევე, პოლიციის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩაატაროს კანონის სრული დაცვით და იქ სადაც მოხდება გადაცდომა, ამაზე აგოს პასუხი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031