გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანების, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს შსს-ს

27-06-2019

„უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნებას. უნდა

ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იქ სადაც იქნება შემადგენლობა, მოქმედები, რომელიც გადადის კონკრეტულ ქმედებაში. თუ ასეთი დაფიქსირდება. ამ კონკრეტული შემთხვევის ქმედება იქნება. უნდა ველოდოთ კონკრეტულ ეპიზოდებს, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც მოწოდებას კი არა, უკვე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ და იერიში მიჰქონდათ ფიზიკური"-ამის შესახებ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ისევე, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი აქეთ მხარეს ჩემი ამოცანა არ არის, ამომრჩევლის ამოცანაა, რომელსა პასუხს ამას გასცემს. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რაც უფრო მაღალი იქნება რადიკალიზაციის ხარისხი მით უფრო მწვავე, მძაფრი და მწარე იქნება ამომრჩევლის პასუხი. რაც ჩვენ რეგიონალურ არჩევნებში უკვე ვნახეთ. ახლა მეორე მხარე, ჩვენ მახრეს სამართალდამცველი სისტემის მხარეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე არსებობს, რომელსაც იძიებს პროკურატურა. რომელ გამოძიებაშიც ჩვენ ვთქვით, პროკურატურამ თქვა და ჩართულია სახალხო დამცველი ღიაა ამ გამოძიების კარი და ეს იქნება აბსოლუტურად ტრანსპარენტული. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თუ ამ დაცვის დროს ჩვენ სისტემურად დავარღვიეთ კანონი ჩვენ ამაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ვაგოთ და არავინ ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930