გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: ნიკანორ მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში არ დგას

28-06-2019

ნიკანორ მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ამ მომენტისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.


"ბატონი მელია ვალდებულია დაექვემდებაროს და შეასრულოს სასამართლოს განჩინებით დაკისრებული და განსაზღვრული ვალდებულებები. განჩინება როგორც კი ჩაბარდება ამ ადამიანს, ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც იმსჯელებს და უფლებამოსილებას მიანიჭებს მელიას, გამოცხადდეს თუ არა პარლამენტში. ცნობილია, რომ მას დაეკისრა ვალდებულება, არ დატოვოს საცხოვრებელი სახლი ნებართვის გარეშე და ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანო იმსჯელებს, განჩინებაზე დაყრდნობით მისცეს თუ არა უფლება დატოვოს საცხოვრებელი ადგილი. თუკი მისცემენ უფლებას, მას შეეძლება გადაადგილდეს იქ, სადაც სურს. თუკი არ ექნება მას ამის ნებართვა, ლოგიკურია, რომ მას არ ექნება უფლებამოსილება დატოვოს საცხოვრებელი ადგილი", - აცხადებს ოხანაშვილი.


ნიკა მელიას პარლამენტმა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. სასამართლომ კი მას 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწვეტილების გასაჩივრებას პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.


აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ამ წუთებში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, თუმცა მასზე დეპუტატი ნიკა მელია არ გამოჩენილა.



https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930