გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ტყვიები, რომელიც იყო გამოყენებული აღჭურვილობაში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას

28-06-2019

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. 

მათ შორის მან კიდევ ერთხელ განმარტა 20 ივნისს გამოყენებული რეზინის ტყვიების საკითხი. მისი განმარტებით აქციის დაშლისას გამოყენებული ტყვიები, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.

„რაც შეეხება ტყვიებს, ყველა ის სპეციალური აღჭურვილობა, მათ შორის ტყვიები, რომელიც იყო გამოყენებული და სხვადასხვა სახის ტყვიები არსებობს აღჭურვილობაში, რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და მათ შორის საერთაშორისო ნორმებსაც. ეს ტყვიები არის სხვადასხვა ფუნქციის, მათი გასროლის ტექნიკაც სხვადასხვაა, თუმცა, არსებობს სტანდარტული ინსტრუქციები რომელიც უნდა გამოიყენოს ადამიანმა, რომელიც ხმარობს ამ სპეც. აღჭურვილობას. ძირითადად ეს არის მანძილი, ზოგ შემთხვევაში ასხლეტით მიწიდან სროლა და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ ეს იმდენად სპეციფიური ინფორმაციაა თქვენ, რომ გაერკვეთ ამას ან დრო სჭირდება, ან უნდა დაველოდოთ სპეციალისტებს რომლებიც ამ საქმეს გამოიძებენ. მე გეუბნებით რას, ამ ჩემს სიტყვებს, აქ აბსოლუტურად სამართლებრივი და იურიდიული სტატუსი აქვს. არც ერთი აღჭურვილობა, მათ შორის ტყვია რომელიც არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, იქ არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. შეიძლება ყოფილიყო კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გადაცდომები, გამოყენების ტექნიკაში, რომელიც არ შეესაბამებოდა ინსტრუქციას - ეს არის გამოძიების საგანი, რომელიც უნდა დამთავრდეს რაც შეიძლება მალე. ეს არის პირველ რიგში ჩემი და თითოეული პოლიციელის ინტერესი, რამეთუ ჩვენ, მე ჩემი უწყება, ჩემი სამინისტრო და პოლიცია ვთვლით, რომ იმ ღამეს ყველაფრის მიუხედავად, იმ ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, იმ ჩვენი მოქალაქეების, დაზარალებული მოქალაქეების მიუხედავად, ჩვენ ავარიდეთ ქვეყანა უდიდეს საფრთხეს. ეს საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ შევძელით ბევრ რამ, მათ შორის მომიტინგესთან ერთად და შევინარჩუნეთ სამოქალაქო წესრიგი. ეს არის პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია და ძირითადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში, ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში, იყო დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი იმ წუთში, ყველანაირი პრობლეის გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031