გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს

28-06-2019

„უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ დღეს გამართული „ქართული ოცნების“ შეკრების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე განიხილეს ყველა თემა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. მათ შორის, პარლამენტში შეჭრის თემაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც პოლიციამ გამოიყენა:

„გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა და ვითარების შეფასება. ყველამ თუ არა, დიდმა ნაწილმა აზრი გამოთქვა ან გაიზიარა აზრი და აქედან გამომდინარე, თავი შეიკავა გამოსვლისგან. კოლეგების მოსაზრებები ყველა საკითხთან დაკავშირებით ემთხვევა ერთმანეთს. რეალურად, რასაკვირველია, ვისაუბრეთ ამ შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც გამოიყენა პოლიციამ, თუმცა, აუცილებლად ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს. შედეგიდან გამოდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუკი ეს პასუხისმგებლობა ამოვა იმ დონეზე, რომელზეც იგი საუბრობდა, რასაკვირველია, იგი მიიღებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაგრამ რეალურად, ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და დავაფიქსირეთ ისიც, რომ პროპაგანდისტული შემოტევა, ძირითადად, მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ თითქოს არაფერი ხდებოდა და თითქოს არანაირი შეჯახება, არანაირი პროვოკაცია ამ შეჯახებისა არ არსებობდა, რომელიც არა სწორია, უსაფუძვლოა და არ წამოადგენს პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მექანიზმს. ყველამ გამოხატა გულდაწყვეტილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ გაიგეს, რა გადაწყვეტილება იდგა ჩვენს წინაშე. ეგ არ არის მარტო გუნდურობის თემა, ეგ არის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და სასამართლოს მიმართ, რომელიც არ იმსახურებს იმ ეჭვებს, რომელიც შეიძლება გამოთქმული ყოფილიყო ადრე. პრემიერ მინისტრმა გააკეთა მოკლე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომებს იღებს მთავრობა იმისათვის, რომ პროვოციული ეკონომიკური სერიოზული პრობლემები იქნეს როგორმე გადაცილებული და თავიდან აცილებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეკითხვაზე, იყო თუ არა გასნხვავებულ აზრებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რაიმე სახის გამოხმაურება, ვოსლკმა განმარტა, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა:
„ამ თემებზე საერთოდ არ იყო საუბარი.იყო ზოგადად საუბარი, რა ამოცანები იდგა პარლამენტის წინაშე, რომ მიეცათ მსვლელობა გარკვეული სამართლებრივი პროცესისათვის და არა შეეცვალათ სასამართლოს ფუნქცია და ჩაენაცვლებინათ", - განმარტა გია ვოლსკიმ 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ასევე, ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მმართველი გუნდისთვის თანაგუნდელების განსხვავებული პოზიცია და განმარტა, რომ ეს არის თემა, რომელმაც შესაძლოა, გადაფაროს ან შექმნას რაიმე ახალი საინფორმაციო ველი, სადაც მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხები დაიკარგება:

„რასაკვირველია, თანაგუნდელების განსხვავებული პოზიცია მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ თუ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვიცით, რა მოტივით იყო ბიძინა ივანიშვილის ან სხვისი დამოკიდებულება საკითხისისადმი დღეს ლოიალური, მაგრამ მე ჩემს აზრს ვიტყვი: ეს არის თემა, რომელმაც შეიძლება გადაფაროს გადაწონოს ან შექმნას რაიმე ახალი საინფორმაციო ველი, სადაც დაიკარგება მთავარი, მნიშვნელოვანი საკითხები. მე არ მივიჩნევ, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუნდაც, ის სამი ადამიანი. ჩვენ ამ სერიოზულ ვითარებაში უნდა ვიმსჯელოთ ვინმეს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენება ლეგიტიმურია, რადგან აქ არ უნდა შეიქმნას ისეთი განწყობა, თითქოს არაფერი ხდებოდა, გამოვარდა გიორგი გახარია და მიიღო ზომები. ის რეალობა, რომ გადაცდომა და ჭარბი ძალის გამოყენება იყო, რამაც ტრაგიკული შედეგი მოუტანა ზოგიერთ ადამიანს, რასაკვირველია, უპასუხოდ არ დარჩება და გარდა ამისა, იმაზეც იყო საუბარი, რომ არც მელიაა მარტო ის პიროვნება, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს. გარდა ამისა ბევრი ადამიანია იდენტიფიცირებული და, ალბათ, გაგრძელდება აქტიური გამოძიება“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ მოსალოდნელ საფრთხეებს გაუსვა ხაზი, რომელიც მისი თქმით, გარდაუვალი იყო, რომ არა ძალის გამოყენება:

„შემიძლია ძალიან მკაფიოდ გითხრათ, საფრთხე რეალური იყო და ნუ გამოჩნდებით ყველაზე უფრო მცოდნე ექსპერტები იმ საკითხის, რომელიც არ იცით. რომ არა ძალის გამოყენება, საფრთხე იყო რეალური და გარდაუვალი. გავლილი აქვს საქართველოს ეს გაკვეთილი, როდესაც სერიოზულად, არა მარტო ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურადაც დასცა საქართველო ძირს და ამის გამეორება არ შეიძლებოდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საერთოდ, პასუხისმგებლობა ამ ოპერაციის ჩატარებაზე, თავიდან ბოლომდე თავის გაცემული ბრძანებით, რა საკვირველია, მინისტრის პასუხისმგებლობაა მთლიანობაში, მაგრამ თუკი ამის შემდეგ ამ პროცესში იყო გადაცდომა და ძალის გადაჭარბება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა საკვირველია, ამას გამჭირვალე და სიღრმისეულმა გამოძიებამ უნდა მისცეს პასუხი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930