გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგოს საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს

29-06-2019

მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს, რომელმაც ქართველ გოგოს სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.


„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს“, - წერს იტალიური მედია.


27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ორი თვის წინ კი გარდაცვლილი იპოვეს.




imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031