გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ Huawei-ს ტექნოლოგიურ ბლოკადას წყვეტს

29-06-2019

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინური ტელესაკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ტექნოლოგიურ ბლოკადას წყვეტს. ტრამპმა კომპანიის ტექნოლოგიური პროდუქციის გაყიდვის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულ შეთანხმებამდე დონალდ ტრამპი სი ძინპინთან ორმხრივი მოლაპარაკებისას მივიდა.


შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ კომპანია „ჰუავეი“ შავ სიაში შეიყვანა და განაცხადა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.


„ჰუავეი“ მობილური ქსელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომმარაგებელი და სმარტფონების სიდიდით მეორე მწარმოებელია.




ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930