გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Amazon-ის მფლობელს განქორწინება 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა

29-06-2019

განქორწინება, რომელიც $38 მილიარდი ღირს ოფიციალურად გაფორმდება. Bloomberg-is ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი, ყოფილ ცოლს მაკკენზი ბეზოსს კომპანია Amazon-ის აქციების 4%-ს ოფიციალურად გადასცემს. განქორწინების სხვა დეტალებს ჯეფ ბეზოსის იურისტები არ ახმაურებენ.


აღნიშნული აქციების პაკეტი $38 მილიარდი ღირს.


მაკენზი ბეზოსი ქმართან განქორწინების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. $36.6-მილიარდიანი ქონებით ის Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 22-ე ადგილზეა.


Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერები Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი და Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი არიან. მესამეა კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) მფლობელი ბერნარ არნო, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადაჭარბა.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031