გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

30-06-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.


საამქროს სამუშაო ეზოში განთავსებული იყო 22 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მორი და 26 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის ფიცარი.


სახერხი საამქრო, მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაილუქა.


მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს სამართალწარმოება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930