გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარის მოსახლეობამ ცენტრალურ მაგისტრალთან აქცია გამართა

30-06-2019

კასპში მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის გახსნას და მრუდე ჩასასვლელის გაკეთებას ითხოვს.


მაგისტრალთან გზა მეტალის ზღუდარებით საგზაო დეპარტამენტმა ერთი კვირის წინ ჩაკეტა და სოფელ ჩანგილარის მოსახლეობას მეზობელ სოფელ ფერმიდან ერთი კილომეტრის გავლა უწევს ფეხით.


აქციის მონაწილეები ძველი გასასვლელის აღდგენას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი აცხადებს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტერიტორიაზე ვერ მოეწყობა მრუდე ჩასასვლელი, საგზაო დეპარტამენტთან შეთანხმებით კი მოხდება განხილვა და ალტერნატიული გზის გამოძებნა.


ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.



https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930