30-06-2019
ბრიტანეთში, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ცვილის ფიგურა გაიტანეს.
არსებული ცნობით, ამ ადგილზე ქვეყნის მოქმედი პრემიერის ფიგურა უნდა იდგეს. რადგან მეიმ გადადგომის შესახებ განაცხადა, მუზეუმის ადმინისტრაციამ პრემიერმინისტრის ფიგურის საწყობში გადატანა გადაწყვიტა. ამ საწყობში 1855 წლიდან ბრიტანეთის ყველა მმართველის ფიგურა ინახება.
ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრობა ქვეყნის ყოფილ საგარეო მინისტრ ბორის ჯონსონს და მოქმედ მინისტრ ჯერემი ჰანტს სურთ.
ტერეზა მეის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მან 2016 წელს, დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.