1-07-2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და გაუპატიურებაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაცით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 დეკემბერს, ქ.თბილისში, მუხიანის I მიკრორაიონში რ.ა.-მ ელექტროშოკის გამოყენებით თ.კ. უმწეო მდგომარეობაში ჩააყენა და გააუპატიურა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა რ.ა. 2019 წლის 1-ელ იანვარს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) წარუდგინა. რ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.