გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს იწყება

2-07-2019

ჟენევაში დღს საერთაშრისო მოლაპრაკებების 48-ე რაუდნი დღეს დაიწყება, რომელზეც ქართული დელეგაცია ყურადღებას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გაამახვილებს.


ასევე საუბარი შეეხება უკანონო ბორდერიზაციის და საოკუპაციო ხაზის მდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასადა დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე.


"ეს გახლავთ გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია, იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელის შედეგადაც დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას. კომისია აგრძელებს მუშაობას, ეს არის 48-ე რაუნდი და როგორც გითხარით, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი, კიდევ ერთხელ დაისმება,"-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.


მისივე თქმით, ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულია საკითხები დევნილების უსაფრთხო, უპირობო დაბრუნებასა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე.


ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუდნი 3 ივლისს დასრულდება.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930