გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფედერერი და ნადალი უიმბლდონზე პირველ მატჩებს ჩაატარებენ

2-07-2019

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე „უიმბლდონის“ ტურნირზე დღეს მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და თიხის მეფედ წოდებული ესპანელი რაფაელ ნადალი თავიანთ პირველ მატჩებს ჩაატარებენ.


„უიმბლდონის“ რვაგზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი 86-ე ჩოგანს, სამხრეთამერიკელ ჯორჯ ჰარისს დაუპირისპირდება. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს ადრე არასდროს შეხვედრია. შვეიცარიელს წესით იოლი გასეირნება ელოდება და გამარჯვების შემთხვევაში იგი მეორე წრეში ბრიტანელ ჩოგბურთელ კლარკსა და ამერიკელ რუბინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


რაც შეეხება რაფა ნადალს, მისი მეტოქე იაპონელი იუიჩი სუგიტაა. ესპანელის მოწინააღმდეგე რეიტინგში 274-ეა და იგი ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა. ნადალი პირველი წრეში წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში მეორე წრეში ავსტრალიელ ნიკ კირგიოსსა და ავსტრიელ ჯორდან ტომპსონს შორის მოგებულს შეხვდება.




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031