2-07-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ შუგოშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზე განცხადებას აკეთებს.
"საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ აქვს საქართველოს პარლამენტში, ხოლო კონსტიტუციის შეცვლას სჭირდება პარლამენტის წევრების ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა.
ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ხდება უმრავლესობის წევრების მობილიზება, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სრული მხარდაჭერა ჰქონდეს. იმ კანონპროექტს, რომელიც არის წარდგენილი პარლამენტის 100 წევრი უკვე აწერს ხელს, ანუ 100 წევრი უმრავლესობიდან არის არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ინიციატორი, ავტორი ამ ცვლილების და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.
ჩვენ არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების, ანუ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ხმის მიცემა და მხარის დაჭერა ამ ცვლილებისთვის არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში იქცეს კანონად.
იმედი მაქვს, რომ ასეც მოიქცევიან ჩვენი ოპოზიციის წევრები. ეს მათი მოთხოვნა იყო, ამ ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში და საარჩევნო სისტემაში და ეს ძალიან დიდი ცვლილებები არის, რომლებიც აბსოლუტურად ცვლის ქვეყანაში პოლიტიკურ რეალობას. ამას დიდი ხანი ითხოვდნენ, ჩვენ როგორც კი გამოვედით ინიციატივით, რომ ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ შეგვეტანა კანონმდებლობაში ოპოზიციის ზოგიერთი წევრი საკმაოდ უცნაურად მოიქცა, თუმცა მე მაქვს იმედი, რომ კეთილგონიერება აღმოაჩნდებათ ოპოზიციის ნაწილს მაინც იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას, რომლიც მათივე მოთხოვნა იყო.
ერთის მხრივ ოპოზიციიც ზოგიერთი წარმომადგენელი ითხოვს კონსულტაციებში ჩართვას და როდესაც კონსულტაციებზე დაუძახებ, არ მოდიან შეხვედრაზე. იგივე მოხდა, როდესაც საარჩევნო ჯგუფი შევადგინეთ- მოვიდა ოპოზიცია, დატოვა შეხვედრა და თქვა, რომ აღარ მიიღებდა მონაწილეობას.
ნაციონალური მოძრაობის პოზიცია გასაგებია, მათ ძალიან არ მოეწონათ პროპორციულ სისტემაზე ჩვენი დათანხმება, იმიტომ, რომ როგორც კი ეს თანხმობა გამოვთქვით, თქვენ გახსოვთ მათი ლიდერის რეაქციები: ის ამბობდა, რომ ეს მიუღებელია, დაუშვებელია და ა.შ. მაშინვე მათი მოთხოვნა შეიცვალა და მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ძველი წესით. ანუ დაუყოვნებლივ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნიშნავს შერეული სისტემით ჩატარებას.
ჩვენ თვეები გვჭირდება იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს და ეს წლის ბოლომდე ვერ მოხდება და ისინი კი, დაუყოვნებლივ ითხოვდნენ ძველი წესით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. თავად განსაჯეთ რას ნიშნავს ეს? რა პოლიტიკური თანმიმდევრობაა? ან საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. ჩემთვის ამ პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ მათ არ უნდათ არჩევნების გზით და ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებით ცვლილებების მოხდენა, მათ უნდათ ეს რევოლუციური გადატრიალების და მსგავსი გზებით, რაც ჩვენ ვიხილეთ კიდევაც 20 რიცხვში პარლამენტზე შტურმის სახით.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მე ვფიქრობ, რომ მათ უფრო აქვთ მზაობა. უფრო სწორია გამოვიყენოთ „ბუნებრივი ბარიერი“ რომელიც არის ჩვენ ვერსიაში შემოთავაზებული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი ბარიერი უზრუნველყოფს ყველაზე ზუსტ ასახვას არჩევნებში მიღებული ხმების და პარლამენტში მიღებული მანდატების, ანუ პროპორცია ყველაზე უკეთ არის წარმოდგენილი ამ პირობებში, ზუსტად აისახება პარლამენტში შესული პარტიების რაოდენობა იმ ხმებზე, როგორც მოსახლეობა გაანაწილებს თავის ხმებს და ტავის მხარდაჭერას და შესაბამისად, ეს ბევრის მხრიდან, თითქმის ყველას მხრიდან, თუ არ მეშლება იყო ცალსახად მისაღები და სწორი გადაწყვეტილება. ძალიან მიხარია, რომ ორი პარტიის გარდა ყველა ამ აზრზე იყო დღეს.
ჩემი მოლოდინი არის, რომ ჩვენ ქვეყანას რეალურად პირველად ექნება კოალიციური ხელისუფლება", - განაცხადა ჩუგოშვილმა.