გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
"sputnik"(რუსეთი): რუსეთი-საქართველო: შესაძლებელის ხელოვნება (ამონარიდი სტატიიდან)

15-02-2018

„შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველოს სსრ-ის ყოფილი ავტონომიები მხოლოდ მსოფლიოს ორიოდე სახელმწიფომ აღიარა და მათი რუსეთზე დამოკიდებულება ძალიან დიდიაო (და ეს მართლაც ასეა), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისინი განსაკუთრებულ პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენენ. შეიძლება მათი მოტივაცია დაგმო, მაგრამ შეუძლებელია მათი როლი და არსებობა პრაქტიკულ პოლიტიკაში არ გაითვალისწინო.


სადაო ნამდვილად არაა, რომ რუსეთს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გავლენის მოსახდენად უდიდესი რესურსები აქვს - როგორც სამხედრო-პილიტიკური, ასევე ეკონომიკური. და ჰიპოთეტურად მოსკოვს ამ ბერკეტების ამოქმედება შეუძლია. მაგრამ გარდაუვალია კითხვა: რას მიიღებს სამაგიეროდ რუსეთი?


საქართველოსთან სრული ნორმალიზება მაინც ვერ მოხერხდება აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან (ანუ თბილისის მოკავშირეებთან) ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე. ასევე არ მოხდება საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის კორექტირებაც. მაშ, რატომ უნდა განახორციელოს რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე ზეწოლა? რატომ უნდა აიძულოს ისინი მათთვის რაღაც გაურკვეველი შედეგის მიღების მიზნით? თანაც ამით მოსკოვი ორივესთან ურთიერთობას იფუჭებს ისე, რომ არანაირ სარგებელს არ იღებს. მით უმეტეს, რომ რუსეთის სხვა მოკავშირეები, რომლებიც გაეროს წევრები არიან და თვალს ადევნებენ ასეთ კაზუსს, ასჯერ აწონ-დაწონიან პოლიტიკურ სასწორზე რუსეთისა და ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ სტრატეგიული არჩევანის გაკეთების პლუსებსა და მინუსებს. ანუ გამოდის, რომ რუსეთს მაინც დაჭირდება თავისი ინტერესების განსაზღვრული შეხამება სოხუმთან და ცხინვალის პოზიციებთან.

ჰოდა, სწორედ ეს პოზიცია იქნა გრიგორი კარასინის მიერ გაჟღერებული იმ ინტერვიუში, რომელიც მან გაზეთ „კომერსანტს მისცა: „ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლობის აღდგენა, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტერესების ხარჯზე“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930