გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

2-07-2019

ლანჩხუთში სანიაღვრე არხების მოწყობა 12 ქუჩაზე მიმდინარეობს.

სამუშოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გაეცნო.

„მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საერთო ჯამში 11 600 000 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, დაგეგმილია სამი სკოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაც. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონის მასშტაბით, არაერთი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება და ადგილობრივები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930