გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ია მეტრეველი: ხელისუფლებას მინდა მივმართო, დაამთავრონ ეს კოჰაბიტაცია, ჩვენ მარტო მელიას დასჯას არ ველოდებით

3-07-2019

,,მე მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ჩვეულებრივი ადამიანების, საზოგადოების მოთმინებასაც აქვს უკვე საზღვარი. ვითმენთ უკვე ამ ნაციონალური მოძრაობას, მათ ტერორს, ხან გადატრიალების მცდელობას, ამათ მუდმივ შეურაცხყოფებს, ლანძღვას, ცილისწამებას- თუნდაც, ჩემ თავზე. კატასტროფული ცილისწამებაა გაჩაღებული დღემდე და რა თქმა უნდა, არ ვაქცევ ამას ყურადღებას და არც ვკითხულობ, მაგრამ მიმდინარეობს საშინელი ცილისწამება. ესეც კი ვერ მოგვარდა, რომ ცილისწამებაზე ან კანონი შეიმუშაონ, რადგან წალეკა საქართველო ცილისწამებამ“,- ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა გააკეთა.

მისი თქმით, თუ მიდიხარ რევოლუციაზე, მიდიხარ რევოლუციაზე, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება მოკვდე კიდევაც. ეს ბავშვებმაც უნდა იცოდნენ.

,,მართლა ტრაგედიაა რაც მოხდა, მაგრამ, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ რევოლუციის და გადატრიალების დროს ყოველთვის სისხლი დაიღვრება, ან ვიღაცა მოკვდება, ამ თვალს დაკარგავს- ეს არის რევოლუცია, აჯანყება და შტურმით აღება. ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ უკვე ისე გვიან დაიწყო ეს შტურმი და უბედურება, რომ მანამდე ბავშვები იქ აღარ უნდა ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ უკვე კარგად გასაგები იყო რასაც მოუწოდებდა ნაციონალური მოძრაობა იმ ახალგაზრდებს“,- განაცხადა ია მეტრეველმა

ბუტა რობაქიძის დედა ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვისაც უნდოდა ქვეყნის გადატრიალება და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ამ ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს.

,,რომ გამოხატავენ ვითომ ამ დიდ წუხილს ამ ბავშვების თვალებზე, მართლა გაგიჟებული ვარ მე თვითონ და არ ვიცი ამაზე მძიმე რა უნდა იყოს. ცეკვა-თამაში აქვთ გამართული და ხოშტარიას ვერ აკავებენ, ისე ცეკვავს, მღერიან და ერთ ამბავში არიან და როგორი განცდა არის ეს, ვერ გავიგე. ჩვენ დროსაც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა თვალი- ეს არის ბესო ტაბატაძე, ოთხი შვილის მამა, თუ არ მეშლება, ასევე ხომასურიძემ... ხელისუფლებას მინდა მივმართო, დაამთავრონ ეს კოჰაბიტაცია! და ჩვენ მარტო მელიას დასჯას არ ველოდებით, ჩვენ ველოდებით ყველა იმ ლიდერის დასჯას, ვინც კარგად ჩანს კადრებში და მადლობა იმ გოგონას, ბერიძეს, ვინც მოახერხა და ჩაიწერა ის მოლაპარაკებები, თუ როგორ უნდა აეღოთ პარალმენტი. ყველა ის ლიდერი, ვინც იყო ამაში მონაწილე და ვისაც უნდოდა ქვეყნის გადატრიალება, ყველაზე უნდა აღიძრას საქმე და დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ეს ასე იქნება, ამას ელოდება საზოგადოება“,- განაცხადა ია მეტრეველმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930