გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ

3-07-2019

„ტურიზმი და გადამამუშავებელი მრეწველობა - ეს არის ორი ძირითადი სექტორი, რაშიც თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ საქართველოსა და სერბეთს შორის - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ერთ წელიწადში უკვე მეორე ფორუმი იმართება, მოწმობს, რომ საქართველოსა და სერბეთის ბიზნესებს შორის ურთიერთობა გააქტიურდა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. თავის გამოსვლაში გენადი არველაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის ბიზნესის ხელშეწყობის, საერთაშორისო ვაჭრობის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„დღეს თუ სერბეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ციფრებს გადავხედავთ, არ არის შთამბეჭდავი, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ასეთი ფორუმებით ხელი შეეწყობა ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებას, კონკრეტულ სექტორების იდენტიფიცირებას, სადაც შესაძლებელია, რომ ორივე ქვეყანამ, როგორც ერთობლივი საწარმოების, ასევე კონკრეტულად ცალკეული ბიზნესების დაარსების მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოს, ისე სერბეთს აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ისინი სთავაზობენ საერთაშორისო ინვესტორებს ისეთ დარგებში ინვესტიციას, როგორიც არის ტურიზმი და გადამამუშავებელი მრეწველობა.

საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანჟ სტევანოვმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ელენა იოვანოვიჩმა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და სერბეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930