გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრე მამრაძე: საქმე გვაქვს დესტრუქციულ ძალასთან, რომლის ლოზუნგია - რაც უარესი ქვეყნისა და ხალხისთვის, მით უკეთესი მათთვის

3-07-2019

„ოპოზიცია მთელს მსოფლიოში, ჩასაფრებულის პოზიციაშია, მაგრამ აქ საქმე გვაქვს დესტრუქციულ ძალასთან, რომლის ლოზუნგია - რაც უარესი ქვეყნისა და ხალხისთვის, მით უკეთესი მათთვის“ - ასე აფასებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ყოფილი პარლამენტარი პეტრე მამრაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის ოპოზიციის ქმედებებს 20 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს. 

როგორც მამრაძე აღნიშნავს, კარგად იცნობს ნაციონალური მოძრაობის ხელწერას და მათთვის პატრიოტიზმი უკანასკნელი თავშესაფარია.

„ნაცებს ვიცნობ. დიდი ხანია ვაკვირდები და ვიცი, რომ მათ უნდოდათ პარლამენტის დარბაზში შესვლა. გამოცხადდებოდა, რომ მორჩა და გათავდა. მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რიგგარეშე არჩევნებს. ქართული ტრადიციით, ვინც მოახდენს გადატრიალებას, ის იმარჯვებს არჩევნებში. ამიტომ ის ხელწერა, ერთხელ რომ გამოუვიდათ ვარდების რევოლუცია, ცდილობენ ახლაც გამოიყენონ და ახალი რევოლუცია მოაწყონ. თორემ არჩევნებში გამარჯვების იმედი მაინც და მაინც არ აქვთ“ - ამბობს პეტრე მამრაძე ინტერვიუში.

ყოფილი დეპუტატი ეჭვობს, რომ „ადამიანები, ვინც პოლიციას უტევდა დაკავშირებული არიან ნაცისტების დამნაშავე ლიდერებთან”.

„იქ დავინახე მომზადებული ადამიანები. ზოგიერთი მათგანი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ფარებზე ისე ვარჯიშობდა, როგორც ნამდვილი მოკრივეები ვარჯიშობენ ბოქსის ტომარაზე და არც იღლებოდნენ. ამბობენ, რომ მანამდე რაღაცას სვამდნენ, ნაცისტებმა შემოიტანეს სტიმულატორები. ასეთი რამდენიმე ათეული ადამიანი იყო, მაშინ როდესაც სხვები გაეცალნენ და ამაში არ მონაწილეობდნენ“- ამბობს პეტრე მამრაძე. 

ამასთან ყოფილი დეპუტატის თქმით, აქციაზე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციას არ უტევდნენ და აღშფოთებას მშვიდობიანად გამოხატავდნენ. 

„ვინც პოლიციას არ უტევდა და მშვიდობიან აქციას ატარებდა, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს - აღშფოთდნენ ახალგაზრდები. თუმცა, საგულისხმოა ჩანაწერებში რაც მოვისმინეთ: - „ფეისბუქზე იმუშავეთ, ფეისბუქზე, ხალხი გამოიყვანეთ“ - ყვირიან ნაცისტების ლიდერები. კადრში დავინახე გვარამია, უგულავა, მელია, შავგულიძე და სხვები, ანუ უნდოდათ ხალხი არა სპონტანურად, არამედ ორგანიზებულად გამოეყვანათ” - აცხადებს პეტრე მამრაძე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930