გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრე მამრაძე: გახარია აღმოჩნდა ის ახალი სახე, რომელმაც თავისი ქცევით, თავისი მსჯელობით და სიტყვა-პასუხით მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში მოიპოვა პოპულარობა

3-07-2019

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნაზე პასუხობს:

,,გახარია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს, გარდა ერთი შემთხვევისა - თუ გამოძიება დაამტკიცებს, რომ გახარია პოლიციელებს ავალებდა, აბა, თვალში გაარტყით როგორმე; აბა, ჟურნალისტებს ზურგში ესროლეთ, ან ძალას გადაამეტეთო; მაშინ უნდა გადადგეს. დარწმუნებული ვარ, გახარია, ასეთ ბრძანებებს არ იძლეოდა. ასევე თუ დამტკიცდა, რომ გახარია დამნაშავე სპეცრაზმელებს ხელს აფარებს, მაშინ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არ ხდება”.

პეტრე მამრაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნით ძალოვანი მინისტრის წასვლა ყოველთვის წონადი რამ არის, თუმცა ამავდროულად გახარია „ოცნების“ ლიდერებს შორის მეტ-ნაკლებად ხალხში პოპულარული სახე და მეტ-ნაკლებად ისეთი ფიგურაა, რომელსაც პატივს სცემენ.

„გახარია აღმოჩნდა ის ახალი სახე, რომელმაც თავისი ქცევით, თავისი მსჯელობით და სიტყვა-პასუხით მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში მოიპოვა პოპულარობა. ძლიერი და საჭირო ადამიანი ჩანს. ნაცისტებისთვის გახარია ყელში გაჩხერილი ძვალია” - ამბობს მამრაძე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930