გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ვინ ედგა ამ ამბოხს სათავეში, ეს გამოძიების კომპეტენციაა და არა პოლიტიკური განცხადებების ავტორებისა

4-07-2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, 20-21 ივნისის მოვლენების ირგვლივ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


მისი თქმით, სახელმწიფოში მართლწესრიგის გარანტი არის სამართლიანი და ფართომასშტაბიანი გამოძიება.


"პოლიტიკოსებს კომპეტენცია დიდი ალბათობით შეიძლება ჰქონდეთ კანონშემოქმედებით პროცესში, მაგრამ გამოძიების საკითხებში პოლიტიკური განცხადებებით შეჭრა არის ქვეყნის დამაზიანებელი.


გამოძიება, ისევე, როგორც სასამართლო პროცესი, უნდა იყოს გამჭვირვალე, ობიექტური და ტრანსფარენტული. განცხადებების გაკეთება შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


მისივე თქმით, პარლამენტში შეჭრის მცდელობა ყველამ დაინახა, ამის უარყოფა შეუძლებელია - ეს არის ფაქტი, რომელიმ მთელმა მსოფლიომ იხილა.


"ვინ ედგა ამ ამბოხს სათავეში, ეს გამოძიების კომპეტენციაა და არა პოლიტიკური განცხადებების ავტორებისა", - აღნიშნა ვოლსკიმ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031