5-07-2019
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველზე ცნობილ ვეფხვების მომთვინიერებელს, ეტორ ვებერს, იტალიაში საცირკო წარმოდგენისთვის რეპეტიციის დროს 4 ვეფხვი თავს დაესხა, რის შემდეგაც კაცი სასიკვდილო ჭრილობებით გარდაიცვალა.
Dailymail-ის ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს ქალაქ ბარის მახლობლად ცირკ Circo Orfei-ში წარმოდგენის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოხდა.
ექიმების ინფორმაციით, მომთვინიერებელმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის ხერხემლის ტრავმა.
ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელით ვეფხვებს მომხდარის შემდეგ. Circo Orfei-ი ბარში 15 ივნისს ჩავიდა და ადგილზე დარჩენას 14 ივლისამდე აპირებდა, თუმცა განაგრძობს თუ არა ცირკი წარმოდგენების გამართვას.