გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ორი ძლიერი მიწისძვრა 24 საათის განმავლობაში - კალიფორნიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

6-07-2019

ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიის რეგიონში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები უდაბნოს რეგიონში დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტთან ახლოს, ლოს-ანჯელესიდან 240 კილომეტრის დაშორებით იყო.


ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში ცალკეულ დასახლებებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივი მედია, ძლიერი ბიძგების შედეგად შენობების დაზიანების შესახებაც იუწყება. ამასთან, მიწისძვრამ ქალაქ რიჯკრესტში რამდენიმე ადგილას ხანძრის პროვოცირება მოახდინა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.


ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები ლას-ვეგასსა და მექსიკაშიც იგრძნობოდა.


კალიფორნიაში, ამავე რეგიონში ძლიერი მიწისძვრა 5 ივლისსაც მოხდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების შემდეგ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ასეთი ძლიერი მიწისძვრა რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა.





https://1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031