გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ გარდაუვალი გახდა

7-07-2019

ტრაგიკულია, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ გარდაუვალი გახდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და ამ მოვლენების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

,,ტრაგიკულია, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ გარდაუვალი გახდა. 80 პოლიციელი იყო მათ შორის დაშავებული - 30 პოლიციელი შეათრიეს ბრბოში და მათ საშინელი დაზიანებები მიიღეს. ყველამ ვიხილეთ ამ შტურმის და შეტევის უმძიმესი კადრები, რომელიც თითქოს არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რომ მოვუსმინოთ. თითქოს მოგველანდა ეს ყველაფერი და თითქოს არ გვინახავს ამ მოვლენების ცოცხალი კადრები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

დეპუტატის თქმით, ასეთმა ქმედებებმა ძალის გამოყენება გარდაუვალი გახადა და მძიმე შედეგები, მათ შორის ადამიანების მიერ შეუქცევადი დაზიანებების მიღება გამოიწვია.

ჩუგოშვილი ადამიანების დაშავებას ტრაგედიად აფასებს, მაგრამ ასევე ხაზს უსვამს, რომ ძალის გამოყენების გარეშე შტურმის მოგერიება შეუძლებელი იყო.

,,ფიზიკურად შეუძლებელი იყოს შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოუყენებლობა, უბრალოდ ამის სივრცე აღარ იყო. სამართალდამცავები საათების განმავლობაში იდგნენ და ითმენდნენ სადამდეც შეეძლოთ, ფიზიკურად სადამდეც უძლებდნენ ამ თავდასხმებს”, - ამბობს ვიცესპიკერი და ხაზს უსვამს, რომ ამ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტთან შტურმში გადაიყვანა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930