გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა

15-02-2018

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა. 

თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ ქალაქის ურბანული განვითარების სწორი ხედვის ჩამოყალიბება და ურბანული პოლიტიკის განსაზღვრა უზრუნველყოს. 

„სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არქიტექტურის სამსახურიდან ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული ფუნქციები გამოვყავით და ახალი, ურბანული განვითარების სამსახური შევქმენით, რომელიც ურბანული განვითარების პოლიტიკას ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავებს და განახორციელებს. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა - ვახტანგ ჯოხაძე, რომელიც პროფესიით ურბანისტია, სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი; აქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში; შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ვახტანგ ჯოხაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება. 

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია. ვიცით, რომ ამ მიმართულებით მწვავე პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარებასაც, დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30