8-07-2019
"რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს.",-აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არაეთიკური გამონათქვამებით მიმართა.