გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უცხოეთიდან შემოსულმა ფულადი ნაკადის მოცულობამ 31.1 პროცენტით იმატა

15-02-2018

მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110.0 მლნ აშშ დოლარი, 280.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 31.1 პროცენტით (26.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი მოდიოდა.

საქართველოდან საზღვარგარეთ კი 2018 წლის იანვარში 15.0 მლნ აშშ დოლარი (38.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930