გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა

8-07-2019

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 21 ივნისის ბრძანება,რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას უკრძალავს, ძალაში დღეიდან შევიდა.


რუსულმა ავიაკომპანია "აეროპოფლოტმა" თბილისიდან-მოკსკოვის მიმართულებით ბოლო რეისი გვიან ღამით შეასრულა.


ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" კი, დაწესებული სანქციების შედეგად, დღეიდან თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს ცვლის და მგზავრებს თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის მარშრუტით მოემსახურება. კომპანიაშ აცხადებენ, რომ დაგეგმილია, რეგულარული 2 რეისის განხორციელება, ყოველდღიურად.


პუტინმა განკარგულებაში ასევე რუსეთის მთავრობას დაავალა საქართველოში მყოფი ყველა რუსი ტურისტის სამშობლოში დაბრუნების უზნრუნველყოფა მოეხდინა. გადაწყვეტილების მიზეზად, კი რუსულმა მხარემ, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ არსებული საფრთხე დაასახელა.


ამ ყველაფერს კი, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ქმედება უძღოდა. თბილისში 19-20 ივნისს მართლმადებელთა პარლამენტთაშორისი ასამბლეა იმართებოდა, რომლის თავმჯდომარეც სწორედ გავრილოვი იყო. 20 ივნისს მან ასამბლეის გახსნის დროს, საქართველოს პარლამენტში, მაშინდელი სპიკერის ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, გავრილოვს კი, საგანგებოდ თბილისის დატოვება მოუწია.


https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930