გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ ეს ბოროტება, საკუთარი ქვეყნის და მომავლის ნგრევა ნგრევა დროულად შევაჩეროთ

9-07-2019

ეს არის ადამიანების პატარა ჯგუფები, ვინც როგორც წესი, აბსოლუტურად გეგმაზომიერად მოქმედებს და ქართული სახელმწიფოს საძირკველს თხრიან, ამას კი სათავეში უდგას ის ბოროტი არსება, მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პირველი დღიდან, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა ხელისუფლება, დაიწყო მცდელობა ქართული სახელმწიფოს რყევის და და გრძელდება დღემდე, თუმცა მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ეს არის ნაციონალური მოძრაობის აქცია, პირველ დღეს როდესაც ძალიან ბოროტად იყო გამოყენებული ქართველი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი , თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, თუ შეუძლია ერთ ვინმე გავრილოვს, კომუნისტური პარტიის წევრს, ასეთი ნგრევის შემოტანა საქართველოში, რისი მომსწრენიც ჩვენ ვართ. ჩვენ გველოდება უმძიმესი შემოდგომა. ის ზარალი, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად დიდია , რომ ამას ყველაფერს გააზრება და ზომების მიღება სჭირდება იმიტომ, რომ შემოდგომა და ზამთარი , რომელიც ჩვენ გველოდება, ქართული საზოგადოებისთვის იყოს მეტ ნაკლებად უფრო მშვიდი, ვიდრე შეიძლება ვიხილოთ იმიტომ, რომ ეს ცალსახად იმართება ერთი და იგივე თავიდან“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ

ყოფილმა ხაინდრავამ, აღნიშნა, ყველა ძალადობრივი აქცია, ყველა უბედურება რაც საქართველოს თავს დაატყდა ნაციონალური მოძრაობიდან იღებს სათავეს და ამ ძალას ქვეყნის ნგრევის გარდა არაფერი აინტერესებს.

,,ვის აწყობს ეს არეულობა საქართველოში? ასეთი ანტისაოკუპაციო აქცია ვნახეთ 2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც იზეიმა ქართულმა საზოგადოებამ ის სამარცხვინო დამარცხება , რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი ვიყავით. როგორი ანტისაოკუპაციო აქციაც იყო ის, ასეთი ანტისაოკუპაციო აქცია არის ესეც ,რომელიც მიმდინარეობს ახლა. ეს არის საოკუპაციო აქცია, ეს არის ხალხი, ვინც 2008 წელს ოკუპანტები საქართველოში შემოიყვანა, რომელიც 70 წლის მანძილზე ტანჯვისა და ვაების გზით იყო გაყვანილი . ბოკერია და ბაქრაძე, რომელიც ქართულ საზოგადოებას მოუწოდებდა, დანებით და ჩანგლებით დაპირისპირებოდა მტერს და გიგი წერეთელი, რომელიც პირველი გარბოდა აზერბაიჯანში, თერთმეტი ათასი მანქანა , რომ იდგა საზღვარზე და ნაციონალურმა მოძრაობამ , რომ მოკურცხლა საქართველოდან , იგივე მეორდება ახლა“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930