გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა: ის ტექსტი , რომელიც გუშინ იქნა წაკითხული. ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს

9-07-2019

არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იცის ,ის ტექსტი რომ დაეწერათ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მეორე დაჯგუფებაა ე.წ ევროპული საქრთველო, რომლებიც ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები იყვნენ და რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირეს მხარი.

,,არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იცის , რომ დაეწერათ ის ტექსტი , რომელიც გუშინ იქნა წაკითხული. ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს . რაც შეეხება იმ მეორე დაჯგუფებას, რომლებიც ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები იყვნენ, ეს ე.წ. „ევროპული საქართველო“ ბოკერიას თამადობით, ეს ის ხალხია,ტრომლებმაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირეს მხარი, მხარი დაუჭირეს ჩეკისტს. რუსეთი პირდაპირ გზავნის საქართველოში ვაშაძეს და იმ ჯგუფს, იმ გუნდს , რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა ქართულ საზოგადოებაში შეეტანათ დაპირისპირება, შეეტანათ ის აბსოლუტურად ნეგატიური მუხტი, რომლის მოწმენიც ვიყავით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, საქართველოშიგავლენების მოპოვება არა მარტო რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც უნდათ და ამაში მათ სხვადასვხა ჯგუფები ეხმარებიან.

,,საქართველოში არა მარტო რუსეთს , არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც უნდა გავლენების მოპოვება და ეს დასაზრახი არ არის, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. საქართველო საკვანძო ქვეყანაა კავკასიაში. მაგალითად კაპიტანი გიგაური, რომელიც მილიონობით დაფინანსებას იღებს და პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის რუპორია. არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ესენიარ წარმოადგენენ. მშვენიერაძე დგას რუსთავი 2-ის წამყვანის მშილდაძის გვერდით, ბენიძე , ეს არის ერთი ჯგუფი , ეს არის დაფინანსებული ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ეს გავლენები ზუსტად იმ ადამიანების ხელში იყოს, ვისაც ჩემის აზრით ნაკლებად უნდათ ჩვენი ხვალინდელი დღე და აწყმყო“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031