გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: "ქართული მარშის" აქცია არა ხელისუფლებამ, არამედ პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია

9-07-2019

პარლამენტის ვიცე - სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციებს ეხმაურება და აბობს, რომ ოთხივე აქციის უსაფრთხოდ ჩატარება შსს-მ უზრუნველყო.

მისი აზრით, ოპოზიციის განცხადება, რომ "ქართული მარშის" აქცია ხელისუფლების ორგანიზებულია, სიმართლე არაა და "ქართული მარშის" აქცია პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია. 

"გუშინ 4 სხვადასხვა ადგილზე შსს-მ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება, მათ შორის, საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების პარალელური აქციების, ისე რომ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის.

მესმის, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა პარლამენტის წინ “ქართული მარშის” და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლებამ, არამედ პრაიდის გამართვის განცხადებამ გამოიწვია და უკვე დასრულებულია.

გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც", - წერს თამარ ჩუგოშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031