გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ეკონომიკას აქვს რეალური დანაკარგები ამ პროვოკაციების ფონზე და ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგა რეალურად ზიანი

10-07-2019

„ნაციონალური მოძრაობის“, მისი ტელევიზიის ქმედებებმა გამოიღო ის შედეგები, რომ ამით პირველ რიგში დაზარალდა საქართველოს ეკონომიკა, დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები და დაზარალდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„ყველაფრის შეფასება შეიძლება იმის მიხედვით, თუ რა შედეგები გამოიღო ამან. ვნახოთ რა შედეგები გამოიღო „ნაციონალური მოძრაობის“, ამ პოლიტიკური ჯგუფის, მისი ტელევიზიის ქმედებებმა, რა შედეგები გამოიღო დესტაბილიზაციის მცდელობამ და არეულობის მოწყობის მცდელობამ ოპოზიციის, ამ ჯგუფის მიერ. გამოიღო შედეგები ის, რომ ამით პირველ რიგში დაზარალდა საქართველოს ეკონომიკა, დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები და დაზარალდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. და ხომ ისე არ მომხდარა, რომ ამ ყველა შედეგების შემდეგ გამოსულიყოს ეს პოლიტიკური ჯგუფი და ეთქვას, რომ უკაცრავად, ჩვენ დავუშვით შეცდომა და ჩვენ შესაძლოა ზიანი მივაყენეთ ჩვენს ქვეყანას, ეს არ გაუკეთებიათ.

დღესაც უტიფრად აგრძელებენ თავისი ამ ნაბიჯების გამართლებას ფსევდო პატრიოტიზმით. ეს არის პირდაპირ ფსევდო პატრიოტიზმი. არავითარი კავშირი ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან, არავითარი კავშირი ამას დეოკუპაციასთან, ამას არ აქვს. ეს არის ფსევდო პატრიოტიზმი და რეალურად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების შენიღბვის მცდელობა. იმით, თუ რა შედეგები გამოიღო ამ ყველაფერმა, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ემუქრება შემცირება ამ თვეებში ზუსტად იმის გამო, რაც ამ ხალხმა გააკეთეს და რაზეც წავიდნენ და რა ბინძური პროვოკაციებიც მოაწყვეს. თუ რა შედეგები იქნება და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს მომავალზე, საქართველოს უსაფრთხოებაზე, როგორ აისახება ეს თითოეული მოქალაქის შესაძლებლობებზე. აი ამ შედეგებით ვიმსჯელოთ. როგორ აისახება ეს საქართველოს საერთაშორისო სტატუსზე. აი ეს ყველაფერი ვნახოთ და ამ შედეგებით შევაფასოთ რა სურდათ რეალურად ამ ხალხს და რა არის რეალურად მათი გეგმა. მივხვდებით ორ წუთში, ამას არ სჭირდება უფრო სიღრმისეული ანალიზი, აი ამ შედეგებით, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, რომ ვალუტამ რეალურად მიიღო შოკური დარტყმა, ეკონომიკას აქვს რეალური დანაკარგები ამ პროვოკაციების ფონზე და ქვეყნის უსაფრთხოებას მიადგა რეალურად ზიანი ამ პროვოკაციების ფონზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930