გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: ესენი არიან პოლიტიკური ძალა, რომელსაც პროპორციული არჩევნების გამოცხადების შემდეგ შანსი აღარ დარჩა და ერთადერთი ამოცანა აქვს - როგორმე მაქსიმალურად აურიოს ქვეყანაში სიტუაცია

10-07-2019

„ვინმემ არ მითხრას, რომ გაბუნიამ და გვარამიამ დაგეგმა - ეს დაგეგმილია ნაციონალური მოძრაობის მიერ, რათა როგორმე ქვეყანაში სიტუაცია აირიოს“ - ასე გამოეხაურა ტვ პირველის ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ტელეკომპანია რუსთავი-2-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

მისი თქმით, გაბუნიას ამ „ჟურნალისტური ხულიგნობით“ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდნენ.

„პუტინი დაზარალდებოდა ამ გინებით? რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს შედეგად მოჰყოლოდა? ჯერ კიდევ არავინ იცის, რა ზარალი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას იმ ამბებისგან, რაც საქართველოში ხდება. ათი ათასობით ადამიანი, რომლებიც ტურისტული ბიზნესით არიან დაკავებული, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღვინის და წყლის ბიზნესი, ატამს ყიდიან, კახელი გლეხები, რომლებიც წელიწადში ოცჯერ წამლავენ ვენახს, ამ ადამიანებზე ვინმემ იფიქრა? - სვამს კითხვებს ზვიად ძიძიგური.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც პროპორციული არჩევნების გამოცხადების შემდეგ შანსი აღარ დარჩა.

„ესენი არიან პოლიტიკური ძალა, რომელსაც პროპორციული არჩევნების გამოცხადების შემდეგ შანსი აღარ დარჩა და ერთადერთი ამოცანა აქვს - როგორმე მაქსიმალურად აურიოს ქვეყანაში სიტუაცია, თუნდაც ერთი დოლარი 5 ლარი გახდეს. არავის ეშინია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბარი, არც გაურბის ამას, მაგრამ როდესაც ასეთი ტიპის პრობლემები ხელოვნურად იქმნება, მე მინდა საქართველოს მოსახლეობამ მიაქციოს ყურადღება. ლარის კურსიც ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შედეგია“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930