გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს არ არის ძალა, რომელიც ეომება ხელისუფლებას, სახელმწიფოს და მოსახლეობას

10-07-2019

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "ნაციონალურ მოძაობას" მტრულ ძალას უწოდებს და აცხადებს, რომ ის მტრობს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო პოლიტიკური და ეკონომიკური რყევები გამოეწვია ქვეყანაში. ამ მტრულ ძალას აქვს შემუშავებული სცენარი, გეგმა თუ როგორ უნდა შეუშალოს ხელი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას, ამ გეგმის სლოგანი კი, შეიძლება ასე ჟღერდეს - "რუსი ჯარისკაცი რუსი ტურისტის ნაცვლად" - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში პირისპირ ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, ამ "მტრულ ძალას" არ ესიამოვნა ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ის, რომ დასალურმა ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს.

"ეს არ არის ძალა, რომელიც მტრულად არის განწყობილი მხოლოდ ხელისუფლების მიმართ, ეს არის ძალა რომელიც ემუქრება მთლიანად სახემწიფოს და მოქალაქეებს. ჩვენ გვქონდა სიტუაცია, როდესა ქვეყანა ეტაპობრივად ვითარდება, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევები,მათ შორის ის რომ საქართველოს ძალიან ბევრი დასავლური ქვეყანა აღიარებდა როგორც უსაფრთო ქვეყანას. როგორც ჩანს, ამ ძალას სწორედ ეს არ ესიამოვნა და გადაწყვიტა არულობა ყოფილიყო შეტანილი ქვეყნის სტაბულურ განვითარებაში."-აცხადებს ექსპერტი.

ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, მტრულ ძალას სახელმწიფო უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისად.

"მტრულ ძალას უნდა ებრძოლო შესაბამისად. ხელისუფლებას კანონი აძლევს ამის შესაძლებლობას, ვინც არის დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად . მათ პასუხი უნდა აგონ კანონისა და საქართელოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის ძალა, რომელიც ეომება ხელისუფლებას, სახელმწიფოს და მოსახლეობას "-აცხადებს ექსპერტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930