გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ გაბუნიას უკან სააკაშვილი და დიდი ალბათობით რუსეთი დგას

10-07-2019

,,როგორ წარმოგიდგენიათ რომ კვირის გადაცემის ანონსი და დასაწყისი არ იცოდა გვარამიამ? ან სააკაშვილმა არ იცოდა? რა თქმა უნდა, ისინი ამის შესახებ საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ სავარაუდოდ, ისინი ამავე დროს, დიდი ალბათობით, სწორედ რუსეთში მყოფ ადამიანებთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. შეიძლება ეს შკლიაროვი იყოს და მისი დაჯგუფება, რომელიც ვაშაძეს ეხმარებოდა,- ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ შეგვიძლია მტრული ძალა ვუწოდოთ. ნებისმიერი მოქმედება აწყობს ორ ძალას: თუნდაც პანკისის მოვლენები, თუნდაც ბათუმის მოვლენები გავიხსენოთ. ბათუმში რომ არეულობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ კიდევ მაშინ იკრიბებოდნენ პარლამენტის შენობასთან. ქვეყნის გარეთ არის რუსეთი, რომელსაც ასევე უნდა არეულობა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის ძალიან ლოგიკური ჯაჭვი, ეს ჯაჭვი იკვრება და არის ორკესტრირებულო მოქმედება. როგორ წარმოგიდგენიათ რომ კვირის გადაცემის ანონსი და დასაწყისი არ იცოდა გვარამიამ? ან სააკაშვილმა არ იცოდა? რა თქმა უნდა, ისინი ამის შესახებ საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი ამავე დროს მოქმედებდნენ დიდი ალბათობით სწორედ რუსეთში მყოფ ადამიანებთან შეთანხმებით. შეიძლება ეს შკლიაროვი იყოს და მისი დაჯგუფება, რომელიც ვაშაძეს ეხმარებოდა; შეიძლება ეს ადამიანები არიან, შეიძლება სხვა ადამიანები არიან, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი, ძალიან ბინძური ავანტიურა, რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“,- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, მტერი არის ქვეყნის ქვეყნის შიგნითაც და თბილისიდან 20 კილომეტრში, ცხინვალში და სოხუმში დაბანაკებული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ რის წინაშე ვდგავართ.

,, ეს ადამიანები 20 ივნისს გაცდნენ წითელ ხაზებს. ის ავანტიურისტები და ახლა არის მოქმედების დრო, გაჩერება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ მტერი არის ქვეყნის ქვეყნის შიგნითაც და მტერი არის თბილისიდან 20 კილომეტრში, ცხინვალში და სოხუმში დაბანაკებული კიდევ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ რის წინაშე ვდგავართ. ნახეთ როგორ დაგვარტყეს, დაგვარტყეს ეკონომიკაზე, ვხედავთ ლარის დევალვაციას და ეს ყველაფერი ამ ავანტიურულმა, მტრულმა მოქმედებამ გამოიწვია, რომელიც პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული თორემ გინებით რომ საქმე კეთდებოდეს, გინებით რომ პრობლემები გვარდებოდეს - ვინ დაგვასწრებდა ჩვენც გინებას, მაგრამ ამით საქმე არ კეთდება. ამით რა მივიღეთ, მივიღეთ ის, რომ ტურისტული სეზონი ჩაწვა, უამრავი სხვა საფრთხის წინაშე ვართ და გამოჩნდა რომ პუტინიც კი მორალური უპირატესობით ამ უსინდისო საქციელის მერე. მინდა საზოგადოებამ კარგად გაიაზროს რომ ამის უკან არ დგას მარტო გაბუნია და მისი რამდენიმე პროდიუსერი, თუ ვინც უწერს ამ ტექსტებს; ამის უკან დგას სააკაშვილი და დგას დიდი ალბათობით სწორედ რუსეთი”,- განაცხადა ექსპერტმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930