10-07-2019
გამოდის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი არხის წამყვანი და მსგავს სისაძაგლეს ამბობს, ეს არის ქვეყნის ღირსებისგან განძარცვა. ამას არ აქვს არანაირი კულტურული თანაზიარობა დიდ ქართულ კულტურასთან, არც სტუმარ მასპინძელი წაუკითხავთ, არც ალუდა ქეთელაური წაუკითხავთ. საერთოდ არანაირი განათლება , მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციები და ინფორმაციების ფაბრიკაა ეს და წამლავს ქართველ ხალხს - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა წევრმა სოსო მანჯავიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ძალაუფლება დაკარგა, მეტ- ნაკლები წარმატებით ძირგამომთხრელი საქმიანობა დაიწყო, უბრალოდ, მოსახლეობის საშინელი აგრესია მათ წინააღმდე.
,,ისინი მუდმივად ცდილობდნენ იმას , რაც ერთხელ გამოუვიდათ , ფერად რევოლუციას . როგორც ჩანს, მათ დღეს მიღებული აქვთ ასეთი ტიპის მხარდაჭერა და აქ ჩვენი ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობაა. რთული ასახსნელია რომ ქვეყნის უდიდესი არხი მოდით ასე ვთქვათ განუწყვეტლის აკეთებს პროვოკაციებს თუ ქვეყნის შიგნით და თუ ქვეყნის გარეთ . ბოლო ეს ამაზრზენი პასაჟი იყო პირდაპირი დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ . პირდაპირი ცეცხლის გამოწვევა ქვეყანაზე , როგორც აკეთებდნენ სხვათა შორის 2008 წელს. 2008 წლის ომიც , რომ არ იქნა გამოძიებული და არ იქნენ დასჯილნი დამნაშავეები ამ უმძიმესი დანაშაულისთვის , ღალატისთვის , აი იმიტომაც გვიწევს დღეს ისეთ რაღაცეებზე საუბარი , როგორიც არის ქვეყნის გადარჩენა და ქვეყნის წინაშე ეგზისტენციალური პრობლემები დააყენება“,- განაცხადა სოსო მანჯავიძემ.
როგორ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, ახლა პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა , სახელმწიფოს აქვს ძალის ლეგიტიმური გამოყენების უფლება და თუ სახელმწიფო უარს ამბობს გარკვეული მოსაზრებების გამო, ის სახელმწიფო განწირულია დანგრევისთვის.