გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგი უგულავა: ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია რაღაცნაირად პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან

10-07-2019

20-21 ივნისის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა დღეს დაკითხეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება გაუგებრობაშია.

"იძიებენ რაღაც მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიმართ იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების 225-ე მუხლზე იყო კითხვა. მე როდესაც დავაზუსტე, რომ ეს სხვა საქმე იყო და ის სხვა, მითხრეს, რომ ერთი საქმეა, თუმცა მუხლი აქ არ იყო მითითებული. ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან რას აკეთებენ, ორკესტრირებულად აქვთ სურვილი რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად" - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მას "ვარდების რევოლუციის" შესახებაც დაუსვეს კითხვა, თუ რას ფიქრობდა ამაზე.

"ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია რაღაცნაირად პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან" - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.

გიგი უგულავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031