გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ - მინისტრი: საქართველოსა და ევროპის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები აყვავების გზას დაადგა, ხოლო ეკონომიკური შესაძლებლობები გამოცოცხლდა

11-07-2019

ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიზნების ერთგულნი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, მზად ვართ ვაკეთოთ მეტი, თუმცა თქვენგანაც მეტია საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასოცირების შეთანხმება საქართველოს ისტორიაში საეტაპო მოვლენა იყო, რომელიც ქეყანას მის ძირძველ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.


„ასოცირების შეთანხმების სრული ძალით ამოქმედების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეში გაწევრიანების შემდეგ გაგვიჩნდა მუხტი, რომელიც უკვალოდ ვერ დაიკარგება. ხსენებული თარიღიდან საქართველოსა და ევროპის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები აყვავების გზას დაადგა, ხოლო ეკონომიკური შესაძლებლობები გამოცოცხლდა. ბუნებრივად ვითარდება და იზრდება კულტურული კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგან საერთო ევროპული იდენტობა გაგვაჩნია. ქართულ კულტურას გადამწყვეტი როლი აკისრია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან სწორედ კულტურა და საერთო ფასეულობებია მთავარი კატალიზატორი და დასაბუთება იმისა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილია საქართველო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930