11-07-2019
ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი 20 – 21 ივნისის აქციებში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში აფიქსირებს.
ის წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ჭუჭყიანი წარსული და უფრო უარესი, ამჟამინდელი საქმიანობა გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტში შეჭრის გეგმა მათ ეკუთვნოდათ.
"ნაციონალური მოძრაობა" და მათი იდეოლოგი ნიკა გვარამია 20-21 ივნისის პარლამენტში შეჭრის მცდელობას „საშვების რევოლუციად“ მოიხსენიებენ. მათ თურმე სასაცილოდ მიაჩნიათ მომხდარი. ამტკიცებენ, რომ გეგმა არ ჰქონიათ. მაგრამ, ამ ხალხის ჭუჭყიანი წარსული და რაც მთავარია, გაცილებით უფრო უარესი ამჟამინდელი აწმყო საქმიანობა, საწინააღმდეგო დასკვნას გვაკეთებინებს.
დიახ, საშვებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“, სააკაშვილის და რუსეთის მოქალაქე ნაყოფიას სიცრუის ფაბრიკა "რუსთავი-2" და მისი დირექტორი - ყოფილი პროკურორი გვარამია პროვოკაციული საქმიანობით, შეეცადნენ „ქართული ოცნება“ კი არა ქართული სახელმწიფო აეფეთქებინათ. უდანაშაულო ადამიანების ყელამდე სისხლში გასვრილი ეს ე.წ. „პოლიტიკოსები“ ამ დროისთვისაც ცდილობენ მდინარეში მეორედ შევიდნენ. მავნებლურმა ჯგუფმა მოიწვია პუტინი და კადიროვი საქართველოში.
მათი ხელწერაა, რომ თავის დანაშაული სხვას გადააბრალონ და მოახდინონ სიმართლის მოდელირება. ამიტომაც დაირქვეს ანტისაოკუპაციო ძალაც, სინამდვილეში კი სწორედ ეს ძალა წარმოადგენს საოკუპაციო მოძრაობას ამ ქვეყანაში.
ხალხს „კოაბიტაცია“ კი არა სამართლიანი სასამართლო სჭირდება. დღეს ვფიქრობ, ამას მარტო ქართული საზოგადოება კი არა ყოვლის ამტანი „ქართული ოცნებაც“ კი ხვდება“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.