გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ - მინისტრი: ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იქცევა ბიზნესის, ინვესტიციების, ფინანსების, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობის და ლოგისტიკის ცენტრად

11-07-2019

ბიზნესის წარმოების სიმარტივის, სტაბილურობის და კანონის უზენაესობის, ასევე ყველა უშუალო თუ სხვა მეზობელთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, დღეს საქართველო საუკეთესო ადგილია რეგიონში ბიზნესის დასაწყებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის პლატფორმა, რომლის მდებარეობაც კომპანიებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
„ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულად განლაგებული საქართველო არის ბუნებრივი ხიდი ამ ორ კონტინენტს შორის, რომელიც ევროკავშირთან ვაჭრობაში მომსახურებას სთავაზობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას. ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იქცევა ბიზნესის, ინვესტიციების, ფინანსების, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობის და ლოგისტიკის ცენტრად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930