11-07-2019
თბილისში, წერეთლის გამზირზე ქვეითს მანქანა დაეჯხა.
როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, დაშავებულია შუა ხნის კაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება სსკ-ს 276 მუხლის მეორე პუნქტიტ დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.