გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ინგას მოუწევს იმის აღიარება, რომ გიორგი გახარიასთან წააგო, როგორც თავის დროზე ბენდუქიძესთან და ბოკერიასთან

12-07-2019

ექსპერტი, გია აბაშიზე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ, გიორგი ხახარიასთან, ინტერვიუს აფასებს. 
ექსპერტის აზრით, ასეთ თემებზე ინტერვიუს გაკეთებისას, სატელევიზიო გუნდმა არაანგაჟირებულ იურისტებთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. 

გია აბაშიზე წერს, რომ „ტვ პირველის“ სტილი მოლაყლაყდა. აქვე აღნიშნავს, რომ ამ ტელევიზიის ეთერში აღარ დადის, რადგან მათ ეთერში ახლა მათავარი „ტელეხულიგნობა და ძიშოვი ეპატაჟია“. 

„ვუყურე გახარია-გრიგოლიას. არასოდეს ვიზიარებ ჟურნალისტთა საჯარო დამუნათების კამპანიას. ეს ის შემთხვევაა, როცა ადრე თუ გვიან, ინგას მოუწევს იმის აღიარება, რომ წააგო როგორც თავის დროზე ბენდუქიძესთან და ბოკერიასთან. ასეთ კომპლექსურ თემებზე პროდიუსერებსა და ტელეგუნდს ვურჩევდი კონსულტაციების გავლას არაანგაჟირებულ იურისტებთან. ტვ პირველის სტილიც მოლაყლაყდა. საჯაროდ არც მითქვამს და არც ვაპირებ ჩემი და იმ დაბოღმილი ყველაფერჩიკის იაფფასიანი ცირკაჩობის კომენტირებას ტრაპაიძის ეთერში. და იმასაც გეტყვით - აღარ დავდივარ ამ ტელევიზიის მიერ შემოთავაზებულ მართლაც და მალახოვის (ზემარტივად რომ ავხსნა) დონის ფსევდო-პოლიტიკურ talk show-ებში, სადაც ანალიზი და არგუმენტები კი არაა მთავარი, არამედ ტელეხულიგნობა და ძიშოვი ეპატაჟი. ტვ პირველო, როგორც გულშემატკივრის და არა ოპონენტის რჩევად მიიღეთ - ცოტა შეჯანჯღარდით, მასე ვეღარ გააგრძელებთ საკუთარი რენომეს maintenance-ს.“, - წერს გია აბაშიზე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031