გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჩიძე: გუშინდელმა "რეაქციამ" აშკარად აჩვენა რომ გიორგი გახარიამ სულ სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა შ. ს. ს. - ს საზოგადოებასთან ურთიერთობა

12-07-2019

ექსპერტი, გია გაბრიჩიძე წერს, რომ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ სულ სხვა საფეხურზე აიყვანა შსს- ის საზოგადოებასთან ურთიერთობა. 

„მოკლედ რომ ვთქვა გუშინდელმა "რეაქციამ" აშკარად აჩვენა რომ გიორგი გახარიამ სულ სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე სენსიტიური რგოლის - შ. ს. ს. - ს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 20 ივნისის ღამით უცხოელი დიპლომატების პარლამენტის შენობაში ყოფნა, რითიც ფაქტობრივად სახელოში ოპონენტების წინააღმდეგ ჯოკერი შეინახა (ალბათ იცით, რომ ელჩები ეგზალტირებული პროტესტანტების სანახავად ღამღამობით საკუთარი ინიციატივით არ დადიან). 
მეორე მომენტი იყო ზუსტი და მაღალი რანგის ჩინოვნიკის პასუხები წამყვანის მცდელობაზე, გულის აჩუყების რეჟიმში გადაეყვანა დიალოგი რითიც მაყურებელში ორმაგად ანტიგახარიული დამოკიდებულება გაეღვივებინა (ზოგში როგორც სისხლისმსმელის, ზოგში როგორც უნიათოს).
გახარიამ თქვა ის, რაც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის საქმის მცოდნე და შემსრულებელ მინისტრს უნდა ეთქვა.
და უმთავრესი - მან განმარტა საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა დეტალი, ბრძანების გამცემიდან დაწყებული, გაგრძელებული შეჭრის და მოგერიების ზუსტი აღწერით (იმ ავადსახსენებელი ტყვიების ჩათვლით) და დასრულებული პასუხისმგებლობის თემით (პასუხს აგებს ყველა ვინც ჩაიდინა გადაცდომა და ყველა ვინც წააქეზა შტურმი, თუ მონაწილეობა მიიღო. თავადაც გასცემს პასუხს პროკურატურის შეკითხვებს).
მოკლედ რომ ვთქვა გუშინ გახარიამ ქვეყანაში ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ახალი და კარგი ეტაპის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა’, - წერს გია გაბრიჩიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შს მინისტრი, გიორგი გახარია „TV პირველში“ იმყოფებოდა, სადაც მან ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას სეკითხვებს უპასუხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031